ამერიკულმა ავიაკომპანია United Airlines-მა ​საწვავის დაზოგვა, საბორტე ჟურნალის წონის 28 გრამით შემცირებით, შეძლო.

შედეგად, საშუალო მაგისტრალური 179 ადგილიანი Boeing 737-ის წონა 5 კილოგრამით შემსუბუქრდა, ხოლო გრძელ მაგისტრალური 350 ადგილიანი Boeing 777-ის წონა კი თითქმის 10 კილოგრამით.

რა დანაზოგს იძლევა აღნიშნული 5 თუ 10 კილო, თუ კი საჰაერო ხომალდის წონა რამდენიმე ტონაა?

თუ კი ავიაკომპანიის ფლოტში 800-მდე თვითმფრინავია, რომლებიც ყოველდღე 4500 ფრენას ახორციელებენ, მაშინ წლის განმავლობაში საწვავის დანაზოგი 629 000 ლიტრა.

ფინანსების თვალსაზრისით კი დანაზოგი 290,000 დოლარია, თუმცა ნავთობის ღირებულების ცვალებადობის მიხედვით, დაზოგილი თანხის მოცულობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს.

​როგორ შეიძლება დამატებითი ეკონომიის გაკეთება?

საწვავის უდიდესი დაზოგვა ავიაკომპანიებისთვის – 10%-ზე მეტი – უზრუნველყოფილია თანამედროვე ძრავებით აღჭურვილი, ახალი ტიპის თვითმფრინავებზე გადასვლით.

გარდა ამისა, თითოეულ ფრენაზე საავიაციო ნავთის დაახლოებით 2%-ს ნარჩუნდება ფრთებში, რომლებიც აუმჯობესებს აეროდინამიკას.

მსუბუქი და თხელი სავარძლები არა მხოლოდ ზრდის სალონში ადგილს, ასევე ამცირებს ცარიელი თვითმფრინავის წონასაც. შედეგად, თვითმფრინავი უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

ავიაკომპანიები ასევე ზოგავენ თვითმფრინავის ბორტზე Duty Free-ს მეშვეობით საქონლის გაყიდვაზე უარის თქმითაც, რადგანაც ზედმეტი წონის ნივთები ბორტზე აღარ ხვდება. ზოგადად კი ონლაინ შოპინგის განვითარების ფონზე, ამ ტიპის ვაჭრობამ პოპულარობა დაკარგა.