ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი თავის პილოტებს Boeing-ის თვითმფრინავების მიწოდების შეფერხების გამო მაისში დასვენებას სთხოვს. United Airlines-ს Boeing-თან დადებული კონტრაქტით, წელს 191 თვითმფრინავი უნდა მიეღო, მომავალ წელს კი კიდევ 127. თუმცა, კომპანია „მოელის, რომ წელს მხოლოდ 88 თვითმფრინავს მიიღებს, 2024 წელს კი 64 თვითმფრინავს.
„Boeing-ის მიწოდების ბოლოდროინდელი შეფერხებების გამო, ჩვენი პროგნოზი (ფრენის საათები) შემცირდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ავიაკომპანიის სპიკერი ლესლი სკოტი აღნიშნავს, United Airlines-მა პილოტებს მაისისთვის „ნებაყოფლობითი პროგრამები“ შესთავაზა.
ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა Boeing-ის თვითმფრინავების ტექნიკური პრობლემები. მაგალითად, პოლონეთის ლიდერს ანდჟეი დუდას მოუწია სათადარიგო სატრანსპორტო საშუალების გამოყენება მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო 737-ზე აშშ-დან დაბრუნებისას ტექნიკური პრობლემა დაფიქსირდა.