ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი მზადაა კომპანია Archer-თან ითანამშრომლოს, რომელიც ელექტრონული საფრენი აპარატების შექმნაზე მუშაობს, რომელსაც ვერტიკალური აფრენა/დაფრენის უნარი ექნება.
ავიაგადამზიდავი გეგმავს, რომ აღნიშნული საფრენი აპარატები გამოიყენოს როგორც მფრინავი ტაქსი საკუთარი მგზავრების აეროპორტში მისაყვანად. აპარატს 96 კმ მანძილზე 240 კმ/სთ სიჩქარით ერთდროულად 4 მგზავრის ტრანსპორტირება შეუძლია
United Airlines-ის გეგმებშია, რომ მის მფლობელობაში 200 მსგავსი საფრენი აპარატი ჰქონდეს. გარიგების ღირებულება 1 მლრდ დოლარია.
გარდა ამისა, ავიაკომპანიას შეეძლება დამატებით კიდევ 100 საფრენი აპარატი 500 მილიონ დოლარად იყიდოს. Archer-ი ემზადება მფრინავი ტაქსების მიწოდება 2024 წლიდან დაიწყოს.