ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში პილოტების ხელფასების 5%-ით გაზრდას გეგმავს და ამის გაკეთებას ვადაზე 6 თვით ადრე აპირებს.

2020 წელს კომპანიის მენეჯმენტი მფრინავების გაერთიანებას შეუთანხმდა, რომ ისინი მიიღებდნენ ხელფასის 5%-იან ზრდას, როდესაც კომპანია 12 თვის განმავლობაში  5%-ზე მეტ მომგებიანობას აჩვენებდა.

United Airlines-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის ბრაიან კუიგლის თქმით, ფორმალურად, ხელფასების გაზრდის პირობები 2023 წლის მაისში შეიქმნებოდა, მაგრამ მენეჯმენტმა ამის გაკეთება მიმდინარე წლის დეკემბერში გადაწყვიტა.

მესამე კვარტალში United Airlines-მა დააფიქსირა მომგებიანობა დაახლოებით 9%-ით და ასევე დაფიქსირდა წმინდა ზარალი, მაგრამ მეოთხე კვარტალში კომპანია მოგებას მოელის.

2022 წლის დასაწყისიდან United Airlines-ის კაპიტალიზაცია 2,1%-ით, $14,6 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ინდექსმა S&P 500 ამ პერიოდში 16,2% დაკარგა.