ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი გრძელვადიან პერსპექტივაში საწვავის მაღალ ფასებს პროგნოზირებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სკოტ კირბის თქმით, ავიაკომპანია გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგომატარებლებზე მაღალი ფასის შენარჩუნებისთვის ემზადება. მან აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის საწვავის ხარჯმა წელს შესაძლოა 12 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.