United Airlines-ი გახდა პირველი ამერიკული ავიაკომპანია, რომელის გეგმაშიც სითბური აირების 50%-ით შემცირება შედის. სწორედ ამიტომ ავიაკომპანია ეკოლოგიური პროექტების განხორციელებაში აქტიურად ერთვება, საუბარია ბიოსაწვავის შექმნაზე და მის თვითმფრინავები გამოყენებაზე.
აღსანიშნავია, რომ United Airlines-მა Boeing 787-ით სან-ფრანცისკოდან ციურიხის მიმართულებით, ტრანსატლანტიკური ფრენა, ყველაზე ეკოლოგიური საწვავით უკვე განახორციელა. ასეთ საწვავს კი კომპანია AltAir Fuels-ი აწარმოებს.
გარდა ამისა, United Airlines-მა 30 მლნ დოლარი ალტერნატიული საწვავის შექმნისკენ მიმართა და Fulcrum Bioenergy-თან ხელშეკრულება გააფორმა.