სტამბოლი მრავალსაუკუნოვანი კულინარიული ტრადიციით, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნებითა და სამზარეულოებით, საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. ქალაქი ცნობილია თავისი უნიკალური კერძებითა და გამაგრილებელი ან ცხელი, არომატული სასმელებით, რომლებიც თურქული კულინარიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ორ უმნიშვნელოვანეს თურქულ სასმელს, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. ესენია სალეპი და ბოზა.

სალეპი
იცით რა არის სალეპი? ეს არის სასიამოვნო, არომატული, კრემისებური ცხელი რძიანი სასმელი, რომელცი ათას წლამდე პერიოდს მოიცავს. იგი იყიდება ფხვნილის სახით, რომელიც შედგება ორქიდეის გამხმარი ბოლქვებისგან. ამ გემრიელი სასმელის დღევანდელი ვერსია პირველად, ოსმალეთის პერიოდში გაჩნდა და სწორედ ამიტომ, იგი საუკუნეების მანძილზე ოსმალური სასახლეების სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ სალეპი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით და იგი თავისი სასარგებლო მინერალებით ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. არსებული ცნობით, მე-17 საუკუნეში ქუჩის მოვაჭრეებმა ზამთარში ამ ტრადიციული სასმელის გაყიდვა დაიწყეს, რა დროიდანაც იგი ზამთრის ყევლაზე სასიამოვნო სასმელად მიიჩნევა. სალეპი როგორც აღინიშნა, შედგება ორქიდეების ფესვებისგან, რომლებიც ძირითადად დასავლეთ აზიასა და თურქეთში გვხვდება.
სად უნდა დალიოთ? სალეპის გასინჯვა სტამბოლში, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ, თუმცა გირჩევთ ეწვიოთ უსქუდარსა (Üsküdar) და ორთაქოის (Ortaköy), სადაც განსკუთრებით პოპულარულია სასმლის ეს სახეობა.

ბოზა
სტამბოლში ასევე ძალიან ცნობილია ბოზას სასმელი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულაი ზამთარში. ბოზა არის ფერმენტირებული მარცვლეულის სასმელი, რომელიც ჩვეულებრივ მზადდება დუღილის მეთოდით ხორბლისგან, სიმინდისგან ან ფეტვისგან და აქვს ოდნავ მჟავე და მოტკბო არომატი. არსებობს ბოზას რამდენიმე სახეობა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული ბოზაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სასმელი ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი.
სად უნდა დალიოთ? სალეპის მსგავსად, ბოზას გასინჯვა სტამბოლის მრავალ ადგილზე შეიძლება, თუმცა განსაკუთრებით გირჩევთ სულეიმანიეს მეჩეთის მახლობლად არსებულ მაღაზიებს, სადაც მხოლოდ ეს სასმელი მზადდება და იყიდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაღაზიებში იქმნება საგრძნობლად დიდი რიგები, რომლებიც მხოლოდ ბოზას საყიდლად ისწრაფვიან.