თამუნა თანდაშვილი საქართველოში ტურიზმის სამინისტროს შექმნის იდეით გამოდის. ავიაციის სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავსი მოდელი ბევრ ქვეყანაშია და საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.
“თუ ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის ინდუსტრია ასეთი მნიშვნელოვანია, რატომ არ შეიძლება არსებობდეს ტურიზმის სამინისტრო რომელიც გააერთიანებს ტურიზმის ადმინისტრაციას, აეროპორტის ოპერატორს და მსგავს უწყებებს და ექნებათ ერთიანი კოორდინირებული პოლიტიკა.
ასეთი მოდელი ბევრ ქვეყანაშია და გაცილებით უფრო ეფექტური.
ავიაციის პოლიტიკის განსაზღვრა, ტურიზმის განვითარების სტრატეგია, საგარეო კულტურული პოლიტიკის გატარება ერთიანი სქემით ბევრად მეტი ეფექტის მომტანია”, აცხადებს თანდაშვილი.
ავიაციის სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ მეზობელი ქვეყნების დაპარტნიორება თუ ახალი ავიამიმართულებების აღმოჩენა, განვითარება ამ უწყების პრიორიტეტი შეიძლება იყოს და გადასახადებიც უფრო ეფექტურად გადანაწილდება.
“არაფერი რომ არ ვთქვათ რესპოდენტების კომპეტენციასა და ინტერესებზე, მედია აშუქებს თემებს საავიაციო კონკურენციასა და უწყებების პოლიტიკის შესახებ და მიღმა რჩება ინსტიტუციური პრობლემა.
მაგალითად დოჰაში რომ იმართება ქვეყნის პრომო ღონისძიება, საქმის კურსში უნდა იყოს კერძო სექტორი და მყისიერად ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და გამოიყენოს შესაძლებლობა. თავის მხრივ თუ რომელიმე ავიაკომპანია ახალი მიმართულებით აპირებს ბაზრის გახსნას, კერძო სექტორმა გამოიჩინოს ინიციატივა და კოლაბორაცია შედგეს.
მე უნდა შეიცვალოს “ჩვენ” ით
ასე კეთდება დიდი საქმეები და პოზიტიური ციფრები.
ტურიზმის ადმინისტრაცია თავისი გუნდით და ხელმძღვანელით კომპეტენტურად უძღვება საქმეს და მეტი ფუნქციის მინიჭებით კიდევ უფრო წინ წაწევას ქვეყანას”, წერს facebook-ის პირად გვერდზე თანდაშვილი.