ახალი უკრაინული ავიაკომპანია SkyUp-მა, რომელიც პოზიციონირებს როგორც „ლოუკოსტერი“, ეკიპაჟის უნიფორმა წარმოადგინა.
როგორც ირკვევა SkyUp-ის პილოტებს კონსერვატორული შავი ფორმა ეცმევათ. რაც შეეხება ბორტგამცილებლებს, მათი უნიფორმა SkyUp-ის ფერებში იქნება და ღია ნარინჯისფერია.
SkyUp-ი კიევი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების დაწყებას გეგმავს. თუმცა მანამდე, ავიაკომპანიამ კიევიდან ბათუმის მიმართულებით პირველი და ამ დროისათვის ერთადერთი ჩარტერული რეისი უკვე განახორციელა. აღსანიშნავია, რომ საქართველო-უკრაინას შორის ამ დროისათვის რეგულარულ რეისებს FlyUIA, YANAIR-ი და Georgian Airways-ი ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია SkyUp-მა პირველი ჩარტერული ავიარეისი, 19 მაისს კიევიდან შარლ ელ-შეიხის მიმართულებით უკვე განახორციელა. SkyUp-ის ავიაპარკი ამ დროისათვის ორ Boeing 737-800-ს აერთიანებს, რომლებიც 189 მგზავრზეა გათვლილი. SkyUp-მა სამომავლოდ 5 ერთეულ Boeing 737 MAX-ზე გააკეთა შეკვეთა, რომლის ღირებულებაც 624 მლნ დოლარია. შეკვეთა ორ ერთეულ Boeing 737 MAX 8-სა და სამ ერთეულ Boeing 737 MAX 10-ს მოიცავს, რომელსაც Boeing-ი დამკვეთს სიეტლის ქარხნიდან 2023 წლისთვის მიაწვდის.