უკრაინასა და საქართველოს შორის პირდაპირი, რეგულარული ავიამიმოსლა 1-ელი ივლისიდან აღდგება. აღნიშნული შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადისლავ კრიკლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ონლაინ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც უკრაინული მედია კრიკლიზე დაყრდნობით წერს, ქართველმა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველო საერთაშორისო ავიარეისებისათვის საზღვრებს 1-ელი ივლისიდან გახსნის და უკრაინა შესაბამისად სარკისამებრ იმოქმედებს.
“ჩვენ მზად ვართ ორივე ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად ჩქარა და სინქრონულად ვიმოქმედოთ, რათა რეგულარული სამგზავრო ავიაგადაზიდვები განახლდეს. უკრაინულმა ავიაკომპანიებმა უკვე მიმართეს ქართულ მხარეს, რომ მზად არიან ფრენების დასაწყებად”, განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ და ვლადისლავ კრიკლიმ საქართველო-უკრაინას შორის ფრენების განახლების საკითხზე იმსჯელეს