მარტში უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა თავის ფლოტს ავსტრალიიდან Boeing 737-800 დაამატა. ავიაკომპანიამ ის დაარეგისტრირა უკრაინაში UR-SQN ნომრით.

საავიაციო რეესტრის airfleets.net-ის მიხედვით, თვითმფრინავი 2010 წელს არის წარმოებული და აღნიშნული ლაინერით ოპერირებდნენ ავსტრალიური ავიახაზები: Virgin Blue Airlines, Virgin Australia და REX Regional Express-ი.  2024 წლიდან ბორტი იყო შესანახად, მას შემდეგ რაც მისმა ბოლო ოპერატორმა ის ფინანსური პრობლემების გამო მიატოვა.

სანამ ავიაკომპანია Boeing 737-800-ით დაიწყებს ფრენებს მგზავრებთან ერთად, უკრაინული გადამზიდავი ჩაატარებს ყოვლისმომცველ ტექნიკურ მომსახურებას. სამუშაოების დროს თვითმფრინავი ხელახლა შეიღებება SkyUp-ის ფერებში, ხოლო სალონში დამონტაჟდება იტალიური მწარმოებლის Geven-ის თხელი სავარძლები. საბოლოო კონფიგურაცია ითვალისწინებს განთავსებას 189 მგზავრისთვის. – მაქსიმალური შესაძლო რაოდენობა მოცემული თვითმფრინავის ტიპისთვის.

„ამ პროცესს 2,5 თვე დასჭირდება, ამიტომ თვითმფრინავი ფრენას ივნისში დაიწყებს. ამ დრომდე კი ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ სად მოვახდენთ თვითმფრინავის ბაზირებას, რადგან საკმაოდ მოქნილები ვართ“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ეს უკრაინული ავიაკომპანიის ფლოტის 2022 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი დამატებაა. ამ ხნის განმავლობაში SkyUp-ის ფლოტი უკრაინული რეგისტრაციით შემცირდა ხუთი თვითმფრინავით.

2023 წელს სუდანის დედაქალაქის აეროპორტში, სამხედროებს შორის შეტაკების დროს, SkyUp-მაორი თვითმფრინავი დაიკარგა.

SkyUp-მა შეცვალა კიდევ სამი თვითმფრინავის რეგისტრაცია უკრაინულიდან მალტზე, რამაც საშუალება მისცა ავიაკომპანიას თავისუფლად გამოეყენებინა ეს თვითმფრინავები ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირის აეროპორტებიდან მესამე ქვეყნებში ფრენისთვის.