ისრაელში, „ბენ-გურიონის“ აეროპორტში, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი Ан-124 დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიგანტური თვითმფრინავის ბორტზე მარკირების გარეშე მყოფი კონტეინერული დანადგარი იქნა ატვირთული, რის შემდეგაც თვითმფრინავმა ისრაელის ტერიტორია დატოვა.

უკრაინული მედიის ცნობით, მსგავსი ტიპის კონტეინერები ადრე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების გადაზიდვას უკავშირდებოდა.

ამგვარი ფრენები კითხვებს აჩენს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში შესაძლო მიწოდებებთან ან ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით. მიმდინარე ომის ფონზე და სამხედრო თანამშრომლობის მიმართ მზარდი ყურადღების პირობებში, ასეთი ეპიზოდები გარდაუვლად იქცევა საზოგადოებისა და უცხოელი დამკვირვებლების ინტერესის საგნად.

ავტორის მოსაზრებით, ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარია უკრაინის მისამართით განხორციელებულ მიწოდებაზე. ეს ნაბიჯი კი, ავტორის მოლოდინით, შესაძლოა, უკრაინული საზოგადოების მხრიდან ნეგატივის შემცირებას და ისრაელის მიმართ ოფიციალური პოლიტიკის უფრო კონსტრუქციული მიმართულებით შეცვლას შეუწყოს ხელი.