საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია (Eurocontrol) ევროპის საჰაერო მიმოსვლის პროგნოზში მომავალი წლებისთვის ვარაუდობს, რომ უკრაინისა და რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ შემოღებული შეზღუდვები სამოქალაქო ავიაციის ფრენებზე, მინიმუმ მომდევნო შვიდი წელი დარჩება.
ანგარიშში აღნიშნულია უკრაინაში ფრენების მკვეთრი (90%) კლება.
Eurocontrol-ის პროგნოზის თანახმად, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის და მოლდოვას საჰაერო სივრცეში ფრენების შეზღუდვა მინიმუმ 2029 წლამდე შენარჩუნდება.