?უკრაინაში, COVID-19 დაავადებულთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, დროებით შეზღუდოს უკრაინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არ მქონე პირების შემოსვლა.

როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვები იმოქმედებს 2020 წლის 28 აგვისტოს 00:00 საათიდან 2020 წლის 28 სექტემბრის 00:00 საათამდე.
ამავდროულად, ადამიანებს შორის ურთიერთობებზე და ბიზნეს-კონტაქტებზე აღნიშნული შეზღუდვის გავლენის შერბილების მიზნით, განისაზღვრა გამონაკლისი შემთხვევების ფართო ჩამონათვალი.

?უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლის შეზღუდვა არ ეხებათ უცხოელების შემდეგ კატეგორიებს:
?პირს, ვისაც ყავს უკრაინის მოქალაქე მეუღლე, მშობელი ან შვილი;
?კვეთენ უკრაინის ტერიტორიას ტრანზიტით და ხელთ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ უკრაინის საზღვრის დატიოვებას 2 დღის განმავლობაში;
?ჩამოდიან უკრაინაში სწავლის მიზნით;
?გადიან სამხედრო სამსახურს უკრაინის შეაიარაღებულ ძალებში;
?დროებით ან მუდმივად ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე და ფლობენ დროებითი ან მუდმივი ბინადრობის საბუთს;
?აქვთ ლტოლვილის სტატუსი ან საჭიროებენ დამატებით დაცვას;
?უცხოელები და მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომელთაც აქვთ უკრაინაში მუშაობის ოფიციალური ნებართვა;
?არიან უკრაინაში აკრედიტებული უცხო სახელწმიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკოსნულო დაწესებულებების, ოფიციალური საერთაშორისო მისიების და ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;
?უცხო სახელმწიფოთა ოფიციალური დელეგაციების თავმჯდომარეები და წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და მათი თანმხლები პირები, რომლებიც შემოდიან უკრაინაში უკრაინის პრეზიდენტის, უკრაინის უმაღლესი რადას, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის, უკრაინის პრეზიდენის ოფისის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით.
?პირები, რომლებიც შემოდიან უკრაინაში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით;
?სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების, რეგულარული გადაზიდვების ავტობუსების მძღოლები და/ან ეკიპაჟის წევრები, საჰაერო, საზღვაო და მდინარის ხომალდების ეკიპაჟის წევრები, მატარებლებისა და ლოკომოტივების ბრიგადის წევრები;
?არიან ნატოს წევრ-სახემწიფოთა და ნატოს პროგრამის “პარტნიორობა მშვიდობისათვის” წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები, რომლების მონაწილეობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მომზადებაში ან მოდიან უკრაინაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოწვევით;
?კულტურის მოღვაწეები, რომლებიც ჩამოდიან უკრაინაში კულტურის სფეროს დაწესებულების მოწვევით ერთ თანმხლებ პირთან ერთად;
?უკრაინის ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით ჩამოსული პირი და თანმხლები პირები;
?ტექნიკური სპეციალისტები, რომლებიც შემოდიან უკრაინაში უკრაინული საწარმოების მოწვევით;
?პირები, რომლების ახორციელებენ ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ჰომოპოეტური ღეროვანი უჯრედების გადაზიდვას;
?პირები, რომლების ჩამოდიან სამკურნალოდ უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებში;

❗️ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რომ, უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლისათვის, საჭიროა იქონიოთ სამედიცინო სადაზღვეო პოლისი, რომელიც ფარავს COVID-19-ის მკურნალობის და ობსერვაციის ხარჯებს. (დაზღვევა აუცილებლად უნდა იყოს გაცემული სადაზღვეო კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა უკრაინაში).