უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა უკრაინული თვითმფრინავების ძრავების მწარმოებლის, Motor Sich-ის პრეზიდენტი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი დააკავეს, რომელიც ღალატშია ეჭვმიტანილი. ოფიციალური განცხადების თანახმად, ბოგუსლაევმა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი დაარღვია – თანამშრომლობა აგრესორ სახელმწიფოსთან და მისთვის დახმარების გაწევა.
Motor Sich-ის პრეზიდენტი დააკავეს, ვინაიდან კომპანიის ხელმძღვანელობა ეჭვმიტანილია რუსეთის სახელმწიფო ტექნოლოგიურ კონგლომერატ Rostec-თან თანამშრომლობაში. კერძოდ, როგორც უწწყება აცხადებს, უკრაინაში დამზადებული ძრავის ნაწილები აღმოჩენილია იმ ვერტმფრენებში, რომელიც უკრაინამ რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩამოაგდო.
სქემა, რომლითაც თანამშრომლობა ხდებოდა, ჯერ გაშიფრული არ არის, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან ირკვევა, რომ Motor Sich-ი მესამე მხარესთან თანამშრომლობით, რუსეთში მათი ძრავების შეკეთებასა და სერვისსაც უზრუნველყოფდა.
უკრააინის უსაფრთხოების სამსახურმა ბოგუსლაევისა და რუსეთის ოფიციალური პირების სატელეფონო კავშირების ამსახველი ჩანაწერებიც გამოაქვეყნა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შედგა.
Motor Sich-ი პოსტსაბჭოთა სივრცეში თვითმფრინავების ძრავების უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც აწარმოებს ძრავებს ისეთი ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის, როგორებიცაა Antonov An-124 and An-225. 2017 წელს ჩინურმა კომპანია Skyrizon Aviation-მა ჰოლდინგის აქციების 41% შეიძინა. 2021 წელს კი უკრაინამ, კომპანიის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ნაციონალიზაცია განახორციელა.
მთავარი ავიაკომპანიები უკრაინაში თვითმფრინავის ძრავების უმსხვილესი მწარმოებლის Motor Sich-ის პრეზიდენტი ღალატის ბრალდებით დააკავეს