უკრაინამ გასაყიდად გამოიტანა სამგზავრო Boeing 737, რომელიც ადრე რუსული ავიაკომპანია Transaero-ს კუთვნილება იყო და უკრაინულმა მხარემ კომპანიას ვალების გამო ჩამოართვა. ცნობილია, რომ უკრაინამ Transaero-ს კუთვნილი Boeing 737-ი 2015 წელს “დააპატიმრა” და მას შემდეგ ლაინერს კიევის აეროპორტი არ დაუტოვებია.

“Boeing 737-ი კიევის აეროპორტში მოსკოვიდან დაეშვა, თუმცა უკრაინაში არსებული ვალების გამო ლაინერი აეროპორტში გააჩერეს”, განმარტავენ აუქციონის ორგანიზატორები.

ობიექტის გასხვისება 14 თებერვლისათვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება. აუქციონის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ დაბალი ფასის გამო ლაინერზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდება. რუსული მედია წერს, რომ ამ დროისათვის ობიექტის საბაზრო ღირებულება 44 მლნ რუბლზე ოდნავ ნაკლებია, თუმცა აუქციონის პირობებში, მისი საწყისი ღირებულება, ამ დროისათვის საჯარო არ არის.