უკრაინამ ფრანგ პარტნიორებთან, Airbus-სა და Aérogestion-თან, ერთად ეროვნული ავიაკომპანიის, UNA (Ukrainian National Airlines), შექმნის პროექტის განახლების საკითხი განიხილა.
ამ ინფორმაციის შესახებ ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ანდრეი ტელიუპამ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, უახლოეს მომავალში მომზადდება განახლებული მასალები, რომელიც მოიცავს: ბიზნეს-გათვლებსა და სცენარებს ტექნიკური სპეციალისტების მოსამზადებელი პროგრამებისთვის (ინსტრუქტორების მომზადების ჩათვლით).
ტელიუპას თქმით, ცალკე განხილვის თემა იყო Airbus-ის მონაწილეობა კადრების მომზადებაში, ასევე ავიაკომპანიის თვითმფრინავების სერვისული მომსახურების ლოკალიზება უკრაინაში, უკვე არსებული თანამშრომლობის ფარგლებში.
„შემდეგი ეტაპი იქნება სამთავრობო მოლაპარაკებები საფრანგეთთან ნოემბერში, სადაც უნდა შეთანხმდეს საავიაციო პარტნიორობის შემდგომი ნაბიჯები“, — დასძინა მინისტრის მოადგილემ.
ეროვნული ავიაკომპანია UNA-ის შექმნის იდეა თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წამოაყენა. იმავე წელს, ივნისში, პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეროვნული ავიაკომპანიის კონცეფციაზე მუშაობდა.
2021 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც უმაღლესმა რადამ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი შესწორებები მიიღო, სააქციო საზოგადოებამ „უკრაინის ეროვნული ავიახაზები“ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიაში 500 მილიონი გრივნის ღირებულების სადებიუტო აქციების გამოშვება დაარეგისტრირა. მთავრობამ ასევე დაამტკიცა UNA-ის საწესდებო კაპიტალის ფორმირების წესი, რაც, კერძოდ, ითვალისწინებდა საწესდებო კაპიტალის სამოქალაქო ავიაკომპანიის (ან მასში წილის) შესაძენად მიმართვას.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ფრანგული საკონსულტაციო კომპანია Aérogestion სწორედ უკრაინის ეროვნული ავიაკომპანიის ბიზნეს-გეგმაზემუშაობას ასრულებდა.












