უკრაინა, 17 მარტიდან ქვეყნის ყველა აეროპორტს, საერთაშორისო ავიარეისებისთვის ხურავს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას უმაღლესი რადას სპიკერი დიმიტრი რასუმკოვი აკეთებს
უკრაინაში შესვლა, ქვეყნის სახმელეთო გამშვები პუნქტებიდან მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეეძლებათ.
როგორც უკრაინული მედია უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერზე დაყრდნობით წერს, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, 17 მარტის 00:00 საათიდან ავიამიმოსვლა შეწყდება, ხოლო რაც შეეხება სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტისათვის შეზღუდვები არ არსებობს.