სულ რამდენიმე დღე დარჩა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, რომელიც 2023 წლის 10 ივნისს სტამბოლში, ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. უეფას ჩემპიონთა ლიგა (UEFA Champions League) – ეს არის ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან.
სტამბოლი თავისი კულტურული და მრავალფეროვანი ისტორიული ადგილებით, ქალაქის შთამბეჭდავი არქიტექტურითა და მრავალი სხვა განსატვირთი და გასართობი ადგილებით ფეხბურთის მოყვარულებს დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება. ფინალურ მატჩამდე შეგიძლიათ ერთი კვირა გაატაროთ ამ მეგაქალაქში და მაქსიმალურად ისიამოვნოთ მისი დათვალოერებით.

ისტორიული შენობები, რომლებიც სტამბოლს წარსულიდან შემორჩა.
სტამბოლი ათასობით ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. უპირველესად, მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი არის მრავალფეროვანი, მულტიკულტურული და ასევე აქვს მდიდარი ისტორია. ამ ქალაქში, რომელიც ისტორიის მანძილზე უამრავ ცივილიზაციას მასპინძლობდა, არის ათასობით ისტორიული ნაგებობა, რომელიც სტრატეგიული მდებარეობის გამო სხვადასხვა პერიოდისა და კულტურის კვალს ატარებს.
მაგალითად, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა არის გალათას კოშკი, საიდანაც იშლება ქალაქის ულამაზესი ხედი. ქიზქალე (kızkale), რომელიც ბოსფორის სიმბოლოს წარმოადგენს და ა.შ.

ხელოვნებისა და კულტურის უნიკალური კომბინაცია
სტამბოლი, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობით, ყურადღებას იპყრობს მუზეუმებით, თანამედროვე გალერეებით, კულტურული ცენტრებით, ქუჩებითა და საკონცერტო ადგილებითაც. თუ გადაწყვეტთ ამ ქალაქში წასვლას, წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ადგილები კონცერტებსა და ღონისძიებებზე. თქვენ მუზეუმების მონახულებისას შეგიძლიათ იგრძნოთ თანამედროვე და ძველი ხელოვნების ნიმუშებირომელთა ნახვაც შესაძლებელია პერასა და სტამბოლის თანამედროვე მუზეუმებში.
ასევე უნდა აღინიშნოს ადგილობრივი კულინარიაც, რომელიც სტამბოლს საუკეთესო ტურისტულ ქალაქად აქცევს. აქ არიან პროფესიონალი შეფ-მზარეულები, რომლებიც უგემრიელეს კერძებს შემოგთავაზებენ.

სტამბოლის დიდი ბაზრები
სტამბოლი თავის ვიზიტორებს სთავაზობს საინტერესო შოპინგს თავის უზარმაზარ სავაჭრო დაწესებულებებში. ყველასთვის ცნობილია “გრანდ ბაზარი” (Grand pazar)– უდიდესი სავაჭრო სივრცე, რომელიც გამოირჩევა ტურისტების სიჭარბითა და თავბრუდამხვევი ფერებით. გირჩევთ თუ მოხვდებით სტამბოლში, აუცილებლად მოინახულოთ “გრანდ ბაზარი”, რომელიც სულთანაჰმედის რაიონში, ცისფერი მეჩეთისა და აია სოფიას გვერდით მდებარეობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტაქსიმსა და ნიშანთაშიში შეგიძლიათ მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების უნიკალური ნამუშევრების შეძენა.