უბილეთო მგზავრის ცხედარი აშშ-ში, ქალაქ შარლოტის (ჩრდილოეთ კაროლინა) აეროპორტში, American Airlines-ის თვითმფრინავის შასის განყოფილებაში აღმოაჩინეს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თვითმფრინავი შარლოტში ცოტა ხნის წინ ევროპიდან ჩაფრინდა. როგორც CNN იუწყება, ცხედარი ტექნიკური მომსახურების ჩამტარებელმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.
მგზავრის გარდაცვალების მიზეზი, ისევე როგორც მისი ვინაობა და წარმომავლობა, ამ დროისთვის უცნობია. პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა ერთი კვირით ადრე ნიუ-დელის აეროპორტში:
13 წლის ბიჭი, რომელიც თვითმფრინავში შეაღწია, 90 წუთის განმავლობაში შასის განყოფილებაში ფრინდებოდა ქაბულიდან ინდოეთის დედაქალაქამდე. ბიჭი მოგვიანებით აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოსიარულე იპოვეს. ის შემდეგ უკან, ავღანეთში, გაგზავნეს.












