უამინდობის გამო  თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის, ისრაელის EL AL-ისა და რუსული Red Wings-ის თვითმფრინავებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად სხვა აეროპორტებში მოუწიათ დაჯდომა.
როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, საჰაერო ხომალდი, რომელიც  სოჭი-ბათუმის რეისს ასრულებდა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო უკან, აფრენის აეროპორტში დაბრუნდა.
მეორე საჰაერო ხომალდი, რომელიც თელ ავივიდან ბათუმის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ასევე უამინდობის გამო ქუთაისში დაეშვა, საწვავი შეავსო და ამ დროისათვის ამინდის გაუმჯობესებას ელოდება, რათა მგზავრები დანიშნულების ადგილზე, ბათუმში ჩაიყვანოს.
ხოლო რაც შეეხება სტამბოლი-ბათუმის რეისს, თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში დაეშვა.