ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს თბილისი-სტამბოლი, სტამბოლის ნაცვლად ანტალიაში დაეშვა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განრიგის მიხედვით გაფრინდა, თუმცა დანიშნულების პუნქტში, სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში დაჯდომა ვერ შეძლო და გზა ანტალიისაკენ განაგრძო. მარშრუტის ცვლილების მიზეზად ცუდი მეტეოროლოგიური პირობები სახელდება. Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი ანტალიის აეროპორტიდან უკვე აფრინდა და მალე მგზავრებს სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში ჩაიყვანს.
მთავარი ავიაკომპანიები უამინდობის გამო Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი სტამბოლის ნაცვლად ანტალიაში დაეშვა