ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი თვითმფრინავი ბათუმში უამინდობის გამო ვერ დაჯდა. როგორც AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, Israir Airlines-ის საჰაერო ხომალდი ბათუმის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. რაც შეეხება მგზავრებს, დაგეგმილია, რომ ბათუმიდან მათი საავტომობილო გზით ქუთაისში გადმოყვანა მოხდება და ამის შემდეგ გაფრინდება Israir Airlines-ი ბორტი თელ ავივის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობაა.
მთავარი აეროპორტები უამინდობის გამო Israir Airlines-ის საჰაერო ხომალდი ბათუმის ნაცვლად ქუთაისში დაჯდა