ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი დღეს ბათუმის ნაცვლად რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელებს. როგორც AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ბათუმში რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობაა.
შესაბამისად, თელ ავივი-ქუთაისი-თელ ავივის რეისის განრიგი ასეთია:
მოფრენა თელ ავივიდან (ELY5203) -18:30 საათი,
გაფრენა თელ ავივის მიმართულებით (ELY5204)-19:35 საათი.