აფრიკაში ავიაკომპანიების სიმძლავრე უახლოეს წლებში ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზრდება, ამის შესახებ FCM Consulting-ის უახლესი გლობალურ ანგარიშშია აღნიშნული.
ექსპერტების აზრით, აფრიკული ავიაკომპანიების ფრენებზე ადგილების რაოდენობა 2024 წლის პირველ კვარტალში 2019 წელთან შედარებით 14%-ით გაიზრდება. ახლო აღმოსავლეთში ზრდა იქნება 11%, ლათინურ ამერიკაში – 8%, იგივე 8%-ი აშშ-ში. აზიაში ეს მაჩვენებელი 7%-ით გაიზრდება, ხოლო ავსტრალასა და ევროპაში 2%-ით შემცირებაა მოსალოდნელი.
„2024 წლის პირველ კვარტალში 71,8 მილიონით (+5,3%) მეტი სამგზავრო ადგილი იქნება, ვიდრე 2019 წელს. ამრიგად, გლობალური სამგზავრო გამტარუნარიანობა 2023 წელს 2019 წელთან შედარებით −2,2% იქნება“, – ნათქვამია მოხსენებაში.
FCM Consulting-ის აზრით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მთავარი დაბრკოლება ავიაკომპანიების სიმძლავრის და კონკურენციის ნაკლებობაა. და სანამ ვითარება თანდათან უმჯობესდება, შეშფოთება რჩება ავსტრალიასა და ევროპას შორის ახლო აღმოსავლეთის გავლით ფრენებზე ადგილების ნაკლებობის გამო.
საკონსულტაციო კომპანიის თქმით, ტარიფები რჩება ზეწოლის ქვეშ და პროგნოზირებულია, რომ 2024 წელს საწვავის მაღალი ფასების, მდგრადობისა და ავტოპარკის მოდერნიზაციის გამო 3-8%-ით გაიზრდება.