Turkish Airlines-ი, რომელსაც მალე ოფიციალურად Türkiye Hava Yolları-ს უწოდებენ, ფრენებზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გეგმავს დაახლოებით 30 რეგიონული თვითმფრინავი შეიძინოს.
თურქული გამოცემის Haber.aero-ს ინფორმაციით, თურქეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ არჩევანი ორ ლაინერს შორის: ბრაზილიური Embraer E195-სა და ევროპულ Airbus A220-ს შორის გააკეთა და საბოლოოდ უპირატესობა Airbus-ის A220-ებს მიანიჭა, მათი “დაბალი საოპერაციო ხარჯებისა და დიაპაზონის“ გამო.
გამოცემის ცნობით,Türkiye Hava Yolları-ის მენეჯმენტი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს Airbus-თან A220-300 მოდელის 30-მდე ერთეული თვითმფრინავის შესაძენად, რომელიც 120-160 მგზავრის განთავსებას შეძლებს.
Airbus A220 ადრე ცნობილი იყო, როგორც Bombardier CSeries, სანამ Bombardier-ი საკუთარი წილის უდიდესს ნაწილს Airbus-ს მიჰყიდდა. A220-300-ის დაფარვის მანძილი დაახლოებით 6200 კილომეტრია, ხოლო ფასი 91,5 მილიონი დოლარი.