თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ს Boeing 777F სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან აფრენისას ფრინველების გუნდს შეეჯახა.

თვითმფრინავი საბორტე ნომრით TC-LJN, რომლის რეისის ნომერიც იყო – TK6220 და სტამბოლიდან ალმათის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ფრინველებთან შეჯახების დაფიქსირების შემდეგ, უკან ათათურქის აეროპორტში დაბრუნდა. 

შემდგომი დათვალიერების შედეგად თვითმფრინავის კორპუსის დაზიანება დადგინდა.