სატვირთო ავიკომპანია Turkish Cargo-მ, რომელსაც ხშირად ფრინველებისა და ცხოველების ტრანსპორტირებას ეწევა, კიდევ ერთი სამაშველო ოპერაცია განახორციელა. ავიაკომპანიამ გადაშენების პირას მყოფი თეთრთავიანი სვავი, რომელიც მიგრაციის დროს თურქეთის ტერიტორიაზე სერბეთიდან 1 600 კმ-ს დაშორებით გადაფრინდა Turkish Cargo-მ ბელგრადში დააბრუნა.
როგორც ირკვევა, გადაშენების პირას მყოფი სვავის კონკრეტული სახეობა, რომელიც მთელს ევროპაში მხოლოდ სერბეთში ბინადრობს, თურქეთში ფერმერებმა შენიშნეს და დაუყოვნებლივ რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს.
ცენტრში სვავს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა და მოვლა-პატრონობის შედეგად ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და მისი ბუნებაში გაშვება იგეგმებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სვავი ამას ვერ შეძლებდა. თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სერბეთის მთავრობას დაუკავშირდა და სვავის ფეხზე დამაგრებული ბირკის მონაცემები მიაწოდა და ფრინველზე გარკვეული ინფორმაციის მიღებას შეეცადა. ორ ქვეყანას შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ შემდგომი რეაბილიტაციისათვის ფრინველი ბელგრადის ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში გადაეყვანათ.
სვავის ბელგრადში ტრანსპორტირება Turkish Cargo-მ უზრუნველყო.