თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვისთვის 500 000-ზე მეტ ყვავილს ჩაიტანს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Turkish Airlines-ის პრესსამსახური ავრცელებს.

გლოვის ცერემონიალებისთვის და ზოგადად ელიზაბეტ II-ის დაკრძალვისთვის ყვავილებზე მოთხოვნა 90%-ითაა გაზრდილი.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში დაკრძალვაზე 500 000-ზე მეტი ყვავილის ჩატანა ანტალიიდან და ისპარტადან მოხდება.

თავად ყვავილების კომპანიები უპირატესობას ანიჭებდნენ უფრო სწრაფ მიწოდებას, საჰაერო გზით, ვიდრე საავტომობილო გზით. იმავდროულად, დიდმა ბრიტანეთი თურქეთიდან ყვავილების იმპორტის კუთხით ლიდერია.

Turkish Cargo-მ ლონდონს კვირის დასაწყისიდან 4 ტონა ყვავილი მიაწოდა.

დღის განმავლობაში Turkish Cargo დიდ ბრიტანეთს შეფუთულ 55 000 ყვავილს მიაწვდის.

მთლიანობაში, 500 000-ზე მეტი ყვავილი, დაახლოებით 13 ტონას იწონის.