სტამბოლის მესამე აეროპორტის გახსნა ავიაბილეთების ფასის შემცირებას გამოიწვევს, აღნიშნულის შესახებ განცხადება Turkish Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა ბილალ ეკშმა გააკეთა.

Turkish Airlines-ის  ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ახალი აეროპორტის გახსნის შემდეგ კომპანიებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაიზირდება, რაც ავიაბილეთების ფასის კლებას გამოწვევს.

„გაზრდილი კონკურენციის ფონზე დაინიშნება დამატებითი ავიარეისებიც, რაც ფასების კლებას განაპირობებს“, განაცხადა ეკიშმა.

მისი თქმით, დღეისათვის Turkish Airlines-ის რეისებზე ბილეთის ფასები 49-დან 352 თურქულ ლირამდეა.

„შიდა რეისების 40%-ზე ავიაბილეთის ფასი 100 ლირის დაბლაა. ჩვენ ბევრ კამპანიას მივმართავთ, რათა ავიაბილეთები 69 ლირას ფარგლებში გავყიდოთ“, აღნიშნა ეკიშმა.

როგორც ცნობილია სტამბოლის ახალი აეროპორტი ოფიციალურად 29 ოქტომბერს გაიხსნება და პირველი შიდა რეისი ანკარის მიმართულებით, ხოლო საერთაშორისო რეისები კვიპროსისა და აზერბაიჯანის მიმართულებით განხორციელდება.