Turkish Airlines-ს მგზავრებმა ბიზნესკლასში დამონტაჟებული ახალი სავარძლები დაუწუნა. ამ ფონზე, თურქული ავიაკომპანია იძულებულია ახალი სავარძლები ისევ შეცვალოს. როგორც ცნობილია, Turkish Airlines-მა Boeing 787-9 მოდელის თვითმფრინავების ბიზნესკლასში ახალი სავარძლების მონტაჟი 2019 წლის დასაწყისში დაიყო. Turkish Airlines-ში განმარტავენ, რომ ახალი სავარძლებისათვის ავიაკომპანიამ მგზავრებისგან ნეგატიური შეფასებები მიიღო.
ახალი სავარძლები საჰაერო ხომალდებში განლაგებული იყო სქემით: 1+2+1. ასეთი განლაგებით მგზავრისთვის მეტი თავისუფალი სივრცე იყო დარჩენილი. წინანდელი სქემით კი სავარძლების განლაგება იყო: Airbus A330-ში სქემით 2+2+2, ხოლო Boeing 777-ში – 2+3+2.
ახალ Boeing 787-9-ში სავარძლები სულ ახალი სქემით იქნება, რათა მგზავრებს პრეტენზიები აღარ ქონდეთ და დისკომფორტი არ შეექმნათ. ავიაკომპანიას შეკვეთილი აქვს 25 ერთეული Boeing 787-9, რომლიდანაც 6 საჰაერო ხომალდი უკვე ავიაკომპანიის ავიაპარკში ირიცხება. ახალ თვითმფრინავებს Turkish Airlines-ში 2023 წლისთვის ელოდებიან.