თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა პირველად იყიდა თვითმფრინავი იუანში, განაცხადა კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა აჰმედ ბოლატმა.
საუბარია მაისსა და ივლისში სამი Airbus A350 თვითმფრინავის ლიზინგის დაფინანსებაზე ჩინური კომპანიებისგან AVIC International Leasing და CCB Financial Leasing.
„ჩვენ გავხდით პირველი ავიაკომპანია ჩინეთის ფარგლებს გარეთ, რომელმაც გამოიყენა იუანი თვითმფრინავების შესაძენად. მეხუთე ვალუტის დამატებით, რომელიც გამოიყენება თვითმფრინავების შესაძენად, ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ სავალუტო რისკების ჰეჯირების სტრატეგიას, არამედ ფოკუსირებული ვართ ფინანსური რისკების მინიმუმამდე შემცირებაზე“, – აცხადებს ბოლატი.
2023 წლის ნოემბერში, Turkish Airlines-მა განათავსა ყველაზე დიდი შეკვეთა თავის ისტორიაში, როდესაც Airbus-თან 355 თვითმფრინავის მიღებაზე გააფორმა ხელშეკრულება, მათ შორის 250 ერთეული A321 Neo, 75 ერთეული A350-900 მოდელები და სხვა, კონტრაქტი 70 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ავიაკომპანია ამჟამად ოპერირებს 449 თვითმფრინავით და აქვს მარშრუტის უდიდესი სქემა მსოფლიოში.