თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე აჰმეთ ბოლათი linkedin-ის პირად გვერდზე საქართველოს ახალ ელჩთან შეხვედრაზე წერს. ბოლათის თქმით, Turkish Airlines-ი საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით კვირაში 48 სიხშირით ასრულებს რეისებს.
„გუშინ ჩვენს გენერალურ ადმინისტრაციის შენობაში ვუმასპინძლეთ საქართველოს ახალ ელჩს ანკარაში, არჩილ კალანდიას და სასიამოვნო საუბარი გვქონდა.
შეხვედრაზე, სადაც განვიხილეთ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობები და ჩვენი ბრენდის ყოფნა საქართველოში, ასევე შევაფასეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტული აქტივობა, რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი ურთიერთობების გასაძლიერებლად და მას თურქეთის პოტენციალი გავუზიარეთ. როგორც Turkish Airlines-მა, ჩვენ საქართველოში ფრენები 1996 წელს დავიწყეთ და ამჟამად კვირაში 48 რეისს ვახორციელებთ ბათუმისა და თბილისის მიმართულებით. შეხვედრის დროს, ჩვენი თბილისის მენეჯერი კენან ინჯეც ონლაინ შემოგვიერთდა და ინფორმაცია მოგვაწოდა.
მადლობას ვუხდი ელჩს ვიზიტისთვის და ვუსურვებ წარმატებებს ახალ თანამდებობაზე“, – წერს აჰმეთ ბოლათი.
რა ტიპის პროექტებს განახორციელებს Turkish Airlines-ი საქართველოში?