COVID-19-ის პანდემიის ფონზე ავიაკომპანია Turkish Airlines-მა თურქეთის მოსახლეობას სიურპრიზი გაუკეთა. ავიაკომპანიის კუთვნილმა საჰაერო ხომალდმა თურქეთის საჰაერო სივრცეში გადაადგილების მიხედვით თურქეთის დროშა გამოსახა. თვითმფრინავი ანკარას საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა და რამდენიმე საათში ცაზე ნახევარმთვარე და ვარსკვლავი გამოსახა.
დღეს, 23 აპრილს თურქეთში მნიშვნელოვანი დღესასწაული აღინიშნება. 1920 წლის 23 აპრილიდან თურქეთი ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თურქეთის ეროვნული მეჯლისი პირველად 1920 წლის 23 აპრილს შეიკრიბა და ეს დღე ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლის დროს ობლად დარჩენილ ბავშვებს მიუძღვნეს.