თურქულმა ავიაკომპანია Тurkish Airlines-მა (THY) საერთაშორისო ავიარეისების განახლების თარიღი გადაავადა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, საერთაშორისო ფრენებს კომპანია 20 მაისიდან შეუდგება.

COVID-19-ის პანდემიის გამო, Turkish Airlines-მა რამდენიმე კვირის უკან სამგზავრო ავიარეისების შესრულება შეაჩერა და მაშინდელი პროგნოზით საერთაშორისო რეისებზე რეგულარულ ფრენებს 1-ელ მაისიდან, ხოლო შიდა რეისების განხორციელებას 20 აპრილიდან შეუდგებოდა.