ავიაკომპანია Turkish Airlines-მა მაისსა და ივნისში დაგეგმილი 300-ზე მეტი რეისი გააუქმა, რამაც შესაძლოა ბაზარზე ბილეთების დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები ასევე შეწყდა 18 საერთაშორისო მიმართულებით. რეისების გაუქმების მთავარ მიზეზებად საერთაშორისო ვითარების გაუარესება, ევროპიდან მოთხოვნის შემცირება და საწვავის გაძვირება სახელდება.

შექმნილი ვითარების გამო მგზავრები იძულებულნი არიან, ალტერნატიულ ჩარტერულ რეისებზე გადაერთონ, რაც ხშირად ნაკლებ კომფორტთან და არასტაბილურ განრიგთან არის დაკავშირებული. ექსპერტების პროგნოზით, თუ სხვა ავიაკომპანიები დამატებით რეისებს არ დაამატებენ, ბილეთებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო შემცირდება.

პარალელურად, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო აფრთხილებს ინდუსტრიას, რომ ჰორმუზის სრუტის კრიზისის გაგრძელებამ შესაძლოა საწვავის გლობალური დეფიციტი და ფრენების მასობრივი შეწყვეტა გამოიწვიოს. აღნიშნული ვითარება საავიაციო სექტორისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება, რაც მგზავრებისთვის გრძელვადიანი მოგზაურობის დაგეგმვას მნიშვნელოვნად ართულებს.