ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) რეგულარული რეისების დაწყების თარიღი კიდევ ერთხელ გადაწია. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Turkish Airlines-ი შიდა და საერთაშორისო რეისებზე ოპერირებას 28 მაისიდან შეუდგება. ავიაკომპანიის გადაწყვეტილება კავშირშია თურქეთის მთავრობის რეკომენდაციებთან, რომელსაც სურს, რომ ამ დროისთვის (27 მაისი) COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებლები მინიმუმამდე იყოს დასული, რაც თავის მხრივ ძნელად მისაღწევი პროცესია და მხოლოდ სურვილზე დამოკიდებული არ არის.
როგორც ცნობილია Тurkish Airlines-მა (THY) საერთაშორისო ავიარეისების განახლების თარიღი 20 მასის ჩათვლით გადაავადა.
COVID-19-ის პანდემიის გამო, Turkish Airlines-მა რამდენიმე კვირის უკან სამგზავრო ავიარეისების შესრულება შეაჩერა და მაშინდელი პროგნოზით საერთაშორისო რეისებზე რეგულარულ ფრენებს 1-ელ მაისიდან, ხოლო შიდა რეისების განხორციელებას 20 აპრილიდან შეუდგებოდა.