ავიაკომპანია Turkish Airlines-მა გახსნა „ცხოველთა ლაუნჯი“ (pet lounge) – სპეციალური ტერიტორია შინაური ცხოველებით მგზავრებისთვის.

ეს ტერიტორია, რომელიც მდებარეობს სტამბულის აეროპორტში, 250 კვადრატულ მეტრს მოიცავს და აღჭურვილია ცალკე ოთახებით და გარე ტერასით. იგი შექმნილია 32 ძაღლის, 36 კატის და 10 ფრინველის ერთდროულად მოსათავსებლად.

შინაური ცხოველების სალონში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჰიგიენურ პირობებს, განათებას და ხმის საიზოლაციო სისტემებს. ის ასევე უზრუნველყოფს 24-საათიან ვეტერინარულ დახმარებას.

პროექტი შეიქმნა ფრენამდე შინაური ცხოველების კომფორტული ყოფნისთვის.