თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) დღეიდან, სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბას მიმართულებით ფრენები დაიწყო.
THY-ის პრესსამსახურის განცხადებით, კომპანია აგრძელებს ფრენების ქსელის გაფართოებას. ამავე ინფორმაციით, აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მეტ წერტილში ფრენების განმხორციელებელმა კომპანიამ, ფრენების ქსელს კიდევ ერთი წერტილი, სამხრეთ სუდანის დედაქალაქი ჯუბა დაამატა.
Turkish Airlines-ი ჯუბაში ფრენებს, Boeing B737-8 ტიპის თვითმფრინავით კვირაში 3 დღეს ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განახორციელებს.