Turkish Airlines-მა დამატებით 4 სატვირთო Boeing 777 შეუკვეთა. ირკვევა, რომ Boeing-მა და Turkish Airlines-მა ხელი მოაწერეს კონტრაქტს ოთხი 777 სატვირთო თვითმფრინავის მიწოდებაზე, რათა თურქულმა ავიაგადამზიდავმა კიდევ უფრო გააძლიეროს ავიაკომპანიის პოზიციები საჰაერო ტვირთების გლობალურ ბაზარზე.
„ეს ახალი ინვესტიცია ჩვენი სატვირთო ფლოტის გაფართოებაში ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას, დავაკმაყოფილოთ მზარდი გლობალური მოთხოვნა საჰაერო გადაზიდვებზე“, – თქვა Turkish Airlines-ისტვირთების ხელმძღვანელმა ალი თურქმა.
”ამ Boeing 777-ის სატვირთო ავიახომალდების დამატება ჩვენს ფლოტში არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ოპერატიულ შესაძლებლობებს, არამედ წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ჩვენს სტრატეგიულ ხედვაში, რათა მივაღწიოთ გლობალური საჰაერო გადაზიდვების მწვერვალს და ასევე შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია უკონკურენტო სერვისებითა და ეფექტურობით“, – განაცხადა მან.
Turkish Airlines ხედავს მზარდ მოთხოვნას ტვირთის მომსახურებაზე, რომელიც გამოწვეულია ელექტრონული კომერციის სწრაფი ზრდით და ეფექტური და საიმედო ტრანსპორტის საჭიროებით. ახალი კონტრაქტით თვითმფრინავების მიწოდების დასრულების შემდეგ, Turkish Airlines-ის Boeing 777F ფლოტი 12 ერთეულამდე გაიზრდება.