ავიაკომპანიებმა Turkish Airlines-მა და Air China-მა ზიარი კოდის ხელშეკრულება გააფორმეს. თურქულ ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ შეთანხმება „მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ავიაკომპანიებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაში და გახდება მათი ძლიერი პარტნიორობის შემდგომი გაფართოების საფუძველი“.
ირკვევა, რომ რომ შეთანხმება „კოდის უფასო გაყიდვის შესახებ“ (freesale) პირველ რიგში შეეხება სტამბოლსა და ჩინეთის დედაქალაქ პეკინს შორის ფრენებს.
freesale მოდელი საშუალებას მისცემს ორივე ავიაკომპანიას მგზავრებს „მოქნილობა და მეტი მოგზაურობის ვარიანტები“ შესთავაზონ.
„ორივე ავიაკომპანია მოელის, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სამგზავრო მიმოსვლის მნიშვნელოვან ზრდას და ასევე სარგებელს მოუტანს მთელ საავიაციო ინდუსტრიას“, – ხაზგასმით აღნიშნავენ Turkish Airlines-ში.