თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის (THY) ბორგამცილებლებს ახალი უნიფორმა აქვთ. THY-მა ავიაკომპანიის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბორგამცილებლების უნიფორმის დიზაინის განახლება მოახდინა.ახალი უნიფორმა მუქ-წითელ და ნაცრისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. Turkish Airlines-ის 25 ათასი ბორგამცილებლისთვის უნიფორმის ახალი დიზაინი მილანელმა კუტურიემ ეტტორე ბილოტტამ შექმნა. ახალი უნიფორმის პრეზენტაცია Turkish Airlines-მა აეროპორტ “სტამბოლის” ერთ-ერთ ტერმინალში მოაწყო.