Turkish Airlines-მა შერჩეულ ფრენებზე, ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის “უძველესი პურის” შეთავაზება დაიწყო. მგზავრებს პურს სპეციალურ ჩანთაში გახურებული მდგომარეობით კარაქთან და ზეითუნის ზეთთან ერთად მიაწვდიან.

პური მზადდება Einkorn-ის და Emmer-ის ხორბლისგან, რომლებიც უძველესი ცივილიზაციების აკვანში, ანატოლიაში უძველეს ჯიშებად ითვლება.

პირველებმა “უძველესი პური” სტამბოლი-ნიუ-იორკის რეისზე მყოფმა ბიზნეს კლასის მგზავრებმა დააგემოვნეს.

თურქული DO&CO-ს მიერ მომზადებული სტამბულში, უძველესი პური შემდგომში იქნა მიმოხილული ჯილდოს მფლობელი თურქი კვების ისტორიკოსების ომურ აკკორისა და აკადემიკოსი ჩეთინ შენკულას მიერ.

”ამ პურით, თურქული სამზარეულოსთვის ტრადიციებით, ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ წარსული და აწმყო ჩვენი ფრენების დროს,” – თქვა Turkish Airlines-ის საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა აჰმედ ბოლატმა.

„უძველესი პური“ ასახავს ანატოლიის სოფლის მეურნეობის ისტორიას, რომელიც დაახლოებით 12 ათასი წლით თარიღდება და სათავეს იღებს ტაშ ტეპელერის რეგიონში, აღნიშნავს გადამზიდავი.

Turkish Airlines-ი, როგორც საუკეთესო ბორტზე კვების მქონე ავიაკომპანიის სტატუსს კვლავაც ამყარებს, რომელიც მოიცავს კერძებს როგორც ტრადიციული თურქული, ასევე საერთაშორისო სამზარეულოსგან. სხვათა შორის, გადამზიდავის შეფ-მზარეულები პროდუქციის 80%-ს ადგილობრივი მწარმოებლებისგან იღებენ.