ავიაკომპანია Turkish Airlines-მა სტამბოლი-მელბურნის პირველი რეისებისთვის, რომელსაც 2024 წლის 15 მარტს შეასრულებს, ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს არის ავიაკომპანიის პირველი მარშრუტი ავსტრალიისკენ, კონტინენტზე, რომელიც აქამდე არ იყო Turkish Airlines-ის ქსელის ნაწილი.
სტამბოლიდან მელბურნის მიმართულებით ფრენების სპეციალიზებული ფასები, ორი გზა 1199 დოლარიდანაა და ის მოქმედებს ეკონომ კლასის ფრენებზე 15 მაისამდე.
თურქულმა ავიაკომპანიამ ფრენების დასაწყებად ავსტრალიის ხელისუფლებისგან საჭირო ნებართვები უკვე მიიღო. მელბურნი გახდა პირველი დანიშნულების ადგილი ავსტრალიაში, რადგან ამ ქალაქში არის დიდი თურქული დიასპორა და არის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, აღნიშნავენ Turkish Airlines-ში.
სტამბოლი-მელბურნი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით მოახდენს. ამავდროულად, ავიაკომპანია სინგაპურში საწვავის შესავსებად შუალედური დაფრენით საათნახევარი გაჩერდება. მგზავრებს არ მოუწევთ თვითმფრინავის შეცვლა – ისინი სინგაპურიდან იმავე თვითმფრინავით გაფრინდებიან.
მგზავრობის დრო სტამბოლიდან მელბურნში: 19 საათი 40 წუთი, გაჩერება სინგაპურში 1 საათი 30 წუთი.
მგზავრობის დრო მელბურნიდან სტამბოლში: 20 საათი 20 წუთი, გაჩერება სინგაპურში 1 საათი 40 წუთი.
სინგაპურში დაშვება კომპრომისული გადაწყვეტილებაა. თანამედროვე გრძელმაგისტრალური თვითმფრინავების Airbus A350-900 და Boeing 787-9 დიაპაზონი, რომლებსაც ამჟამად Turkish Airlines-ი უწევს ექსპლუატაციას, მელბურნში საწვავის შევსების გარეშე ფრენისთვის საკმარისი არ არის.
თუმცა, ავიაკომპანია გეგმავს სტამბოლი-მელბურნის ფრენების უწყვეტად განხორციელებას, ასევე ახალი ხომალდების მიღების შემდეგ ფრენებს ქვეყნის სხვა ქალაქებში.