ავიაკომპანია Turkish Airlines-მა აეროპორტ “სტამბოლში“ მგზავრებისთვის უფასო და ულიმიტო WiFi სერვისი აამოქმედა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბილალ ეკშიმ განაცხადა.

სტამბულის აეროპორტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. 2023 წელს თურქეთის მთავარმა აეროპორტმა ლონდონის ჰითროუს შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა,ის წელიწადში 76 მილიონზე მეტ მგზავრს იღებს. 4 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, Eurocontrol-ის (საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის) მონაცემებით, აეროპორტი დღეში საშუალოდ 1359 რეისს ემსახურება, რაც ევროპის სხვა ჰაბების მაჩვენებლებს აჭარბებს.

მიუხედავად მგზავრთა ტრაფიკის შთამბეჭდავი რაოდენობისა და „მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტის“ სტატუსისა, მგზავრებისთვის Wi-Fi დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ჰაბის მთავარ გამოწვევად. Wi-Fi უფასოა და შეუზღუდავი, მაგრამ მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში. სერვისის გაუმჯობესებასთან ერთად, თურქეთის დროშის მქონე ავიაკომპანიამ Turkish Airlines-მა თავისი მგზავრებისთვის აეროპორტში უფასო და ულიმიტო WiFi დანერგა.

TK WiFi სერვისით სარგებლობა მხოლოდ Turkish Airlines-ის მგზავრებს შეუძლიათ მათი ფრენის ინფორმაციის შეყვანის შემდეგ.

https://www.instagram.com/p/DCY-Sh8sPLT/?utm_source=ig_embed&ig_rid=6139e068-a20f-4fa5-817a-8a9f993b6856