თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 2023 წელს 83,4 მლნ მგზავრს მოემსაურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,1%-იან ზრდაა. ავიაკომპანიის ცნობით, 2023 წელს შიდა მარშრუტებზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 19.1%-ით გაიზარდა და 30.4 მილიონს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო მარშრუტებზე მგზავრების რაოდენობა 14.4%-ით გაიზარდა და 53 მილიონი მგზავრი შეადგინა.

მგზავრების დატვირთვის კოეფიციენტი 2023 წელს 1,9 პუნქტით  გაიზარდა და 82,6%-ი შეადგინა: 84,3% შიდა ფრენებზე და 82,4% საერთაშორისო ფრენებზე.

ხელმისაწვდომი ადგილები ფრენის კილომეტრზე, ანუ ASK, 2023 წელს თურქეთის ეროვნული გადამზიდველის მიერ 16,4%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში გადაზიდული ტვირთისა და ფოსტის მოცულობა 1,2%-ით შემცირდა და 1,66 ტონა შეადგინა.

2023 წლის ბოლოსთვის Turkish Airlines-ი 340 მიმართულებით ასრულებდა რეისებს და ფოტში 440 თვითმფრინავი ჰყავს სამგზავრო და სატვირთო ხომალდების ჩათვლით.