ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) 2018 წელს საკუთარ ბორტებზე მგზავრებს 64 ათას 400 ტონა საკვები პროდუქტები მიაწოდა.  უფრო კონკრეტულად კი აღნიშნული მაჩვენებლებიდან 29 ათას 966 ტონა საკვები იყო, ხოლო 34 ათას 434 ტონა – სასმელი.

ავიაკომპანია THY-ი ბორტზე კვების რეიტინგებში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.

როგორც ცნობილია ავიაკომპანია 2018 წელს 75.2 მლნ მგზავრს მოემსახურა. Turkish Airlines-ი ყოველდღიურად დაახლოებით 300 ათას რეისს ასრულებს და 176 ტონა საკვები და სასმელი გადააქვს.