Turkish Airlines-ის ზამთრის აქცია დაიწყო.

Turkish Airlines-ი მომხმარებლებს უპრეცედენტო ფასებს სთავაზობს. დღეიდან, 25 სექტემბრამდე შეიძინეთ ავიაბილეთები და იმოგზაურეთ 1 ნოემბრიდან 30 აპრილამდე.
აქცია ვრცელდება თბილისიდან და ბათუმიდან განხორციელებული ფრენების (ტრანზიტული)  ბილეთებზე – როგორც ეკონომ, ისე ბიზნეს კლასის მგზავრობისას.

აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქცია ეხება 140 მიმართულებას, რაზეც ავიაკომპანია ოპერირებს.

ფასები მოცემულია ორმხრივ მგზავრობაზე, მოსაკრებლების ჩათვლით:
* ევროპის მიმართულებით: ეკონომ კლასის ბილეთის შეძენა 209 ევროდან არის შესაძლებელი, ხოლო ბიზნეს კლასის – 449 ევროდან.
* ამერიკის მიმართულებით: ეკონომ კლასის ბილეთის ფასი 469 ევროდან იწყება, ბიზნეს კლასის კი – 2199 ევროდან.
* აზიის მიმართულებით: ეკონომ კლასის ბილეთი 229 ევროდან, ხოლო ბიზნეს კლასის – 1199 ევროდან შეგიძლიათ შეიძინოთ.

ადგილები შეზღუდულია, ამიტომ დაინტერესებულ პირებს ვურჩევთ, იჩქარონ.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ turkish Airlines-ის გაყიდვების განყოფილებას ელექტრონულ ფოსტაზე: tbssales@thy.com