თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ბორტზე, რომელიც სტამბოლი-ჩიკაგოს რეისს ასრულებდა, ბავშვი დაიბადა.
წყვილმა მაროკოდან, რომელსაც 3 შვილი უკვე ყავს, გარისკა და ხანგრძლივ დროიან მგზავრობა განახორციელა.
საჰაერო ხომალდის კაპიტანმა ფრენისას გარკვეული ანონსი გააკეთა და იკითხა, ხომ არ იყო მგზავრებს შორის ექიმი. საბედნიეროდ ბორტზე ნეიროქირურგი აღმოჩნდა, რომელიც თურქული ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრებს ასისტენტობას უწევდა. ჩვილი ატლანტიკის ოკეანის თავზე, 10000 მეტრის სიმაღლეზე დაიბადა. ჭიპლარის გადაჭრა საჰაერო ხომალდის კაპიტანს მიანდეს.
ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ჩიკაგოს აეროპორტში დაფრენისთანავე ჩვილი და მისი დედა შემდეგი პროცედურებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.