თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის წმინდა მოგება და შემოსავალი, მგზავრთნაკადის ზრდის გამო 2023 წლის მესამე კვარტალში გაიზარდა. MarketWatch-ის მონაცემების თანახმად, ავიაკომპანიის წმინდა მოგება ივლის-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27%-ით გაიზარდა 1,92 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო შემოსავალი 4,2%-ით, 6,32 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.
ავიაკომპანიის სატვირთო განყოფილებაში შემოსავლების 29.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო კვარტალში ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 9,6%-ით 25,2 მლნ მგზავრამდე გაიზარდა.
Turkish Airlines-ის აქციები, რომელსაც ოფიციალურად Turk Hava Yollari ჰქვია, ოთხშაბათს 0,4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 55%-ითაა გაზრდილი.